ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდი  Thorax  Thoracic cage
გულმკერდი – thorax ძვლოვანი ღრუა, რომელიც შემოსაზღვრულია ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილით, ნეკნებითა და მკერდით. მას აქვსგულმკერდიწაკვეთილი კონუსის ფორმა, რომელიც ფართო  ფუძით მიმართულია ქვემოთ, წაკვეთილი  მწვერვალით – ზემოთ. გულმკერდში განასხვავებენ  წინა, უკანა და გვერდით კედლებს, ზემო და ქვემო  ხვრელებს. წინა კედელს წარმოქმნის მკერდი და  ხრტილოვანი ნეკნები. უკანა კედელი წინასთან  შედარებით უფრო გრძელია და წარმოქმნილია  გულმკერდის მალებითა და ნეკნების უკანა  ბოლოებით;  გულმკერდის უკანა კედლის გარეთა  ზედაპირზე, მალების წვეტიან მორჩებსა და ნეკნთა  კუთხეებს შორის იქმნება ორი ღარი – ზურგის  ღარები; ისინი ამოვსებულია ზურგის ღრმა  კუნთებით. გულმკერდის შიგნითა ზედაპირზე  არსებობს ასევე ორი ღარი – ფილტვების ღარები – sulci pulmonales, რომლებზედაც თავსდება ფილტვები. გულმკერდის გვერდითი კედლები შედარებით გრძელია და წარმოქმნილია ნეკნების სხეულებით. ნეკნებს შორის მოთავსებულია ნეკნთაშუა სივრცეები – spatia intercostalia, რომლებიც ამოვსებულია თანამოსახელე კუნთებით.გულმკერდის ღრუ – cavum thoracis, შემოსაზღვრულია ზემოთ აღნიშნული კედლებით და გააჩნია ორი ხვრელი – ზემო და ქვემო ხვრელები. გულმკერდის ზემო ხვრელი (შესავალი) – apertura thoracis superior, ქვედასთან შედარებით პატარაა, შემოსაზღვრულია წინიდან მკერდის ძვლის ტარის ზემო კიდით, გვერდებიდან – პირველი ნეკნებით და უკნიდან – გულმკერდის პირველი მალის სხეულით.